ქუთაისში 37 წლის სამხედროს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, დათო ნოზაძე სახლიდან 23 მაისს, 06:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. კაცი ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის თანამშრომელია.
ოჯახის ცნობით, ის კავშირგაბმულობის განყოფილებაში მუშაობს.
“ დათო ნოზაძე 23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან გავიდა. ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ქუთაისში (პასილოკში) მდებარე "მაგნიტის" კამერებში და სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა”,- წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოჯახის ინფორმაციით, ძებნის პროცესში ჩართულია პოლიცია.