საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები - ეს საკითხები ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილა.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ესაუბრა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ტრადიციულად ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებული მიღება გაიმართა.