7 მაისს აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებების გასაცნობად დრო მისცა, დღევანდელ პროცესზე კი დასაკითხი მოწმეების შესახებ შუამდგომლობები მოისმინა.
გია აბულაძეს, გიორგი კირთაძეს, ლევან ანთაძესა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს სამართლდამცავები პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას და დაუმორჩილებლობას ედავებიან. ისინი აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა პოლიციამ.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გადაწყვეტილებას 3 ივნისს გამოაცხადებს.