პრემიერ-მინისტრს, 4 დღეში ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს “ლელოს“ საპარლამენტო გუნდი.
სპეციალურ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მათი გუნდის მთავარი მიზანია საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, როგორ არ გახდეს საქართველო რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების ასარიდებლად შავი ხვრელი.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ათ სახელმწიფო უწყებას 30-მდე კითხვა გაუგზავნა, რომელიც რეაგირების გარეშე დარჩა.