პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოხეს ინციდენტზე

03 იანვარი 2017, 00:00 2929 ნახვა

მოხეში მომხდარი ინციდენტით განათლების სამინისტრო დაინტერესდა. უწყება, როგორც პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, მოკვლევას ახორციელებს. სოფელ მოხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებში, სოფიო შამანიდმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.  შეგახსენებთ, მოხეში მუსლიმმა მოსწავლეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ სწავლა შეწყვიტეს. ამ ფორმით მათ დირექტორის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელმაც მათი ინფორმაციით მეთორმეტე კლასელ გოგონას სკოლაში თავსაფრით მისვლა აუკრძალა, რასაც დირექტორი არ ადასტურებს. საგაკვეთილო პროცესი სწორედ შამანიდის  ჩარევის შემდეგ აღდგა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი