მხატვარ როსტომ ცინცაძის მემორიალურ გამოფენას მასპინძლობს ბათუმის ხელოვნების მუზეუმი. გალერეაში გამოფენა ოფიციალურად დღეს გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ხელოვანი ასევე ქმნიდა პორტრეტებსა და სიუჟეტურ სცენარებს. მის ნამუშევრებში ბევრია აბსტრაქტიული ნამუშევრები.
გამოფენაზე, დამთვალიერებლემა მათ შორის მხატვრებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ყურადღება გაამახვილეს მხატვრის განსაკუთრებულ ნიჭსა და ხედვაზე.
გამოფენას ესწრებოდნენ გარდაცვლილი ხელოვანის ოჯახის წევრები.
დამთვალიერებელს როსტომ ცინცაძის ნამუშევრების გამოფენის ნახვა 26 მაისის ჩათვლით შეუძლია.