ყინჩაურში საპროტესტო აქცია განახლდა

03 იანვარი 2017, 00:00 3005 ნახვა

სოფელ ყინჩაურში აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში, როგორც ადგილობრივი რომან აბაშიძე გვიყვება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შესახვედრად მოდიან. მისივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძეს  6 კაციანი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები შეხვდებიან. მე შეგახსენებთ, ახალი წლის დადგომამდე სოფელ ყინჩაურის მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცია სამი დღით შეეწყვიტათ. ისინი  ოთხი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იყვნენ შეკრებილები. მოსახლეობა გვირაბის მშენებლობას ეწინააღმდეგება და განსახლებას ან კომპენსაციას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი უმაღლეს საბჭოში მაღალმთიანეთის დეპუტატსაც  შეხვდნენ , რომელმაც მათ  საკითხის გარკვევას შეჰპირდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი