საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია "ფლაი ე დიალის" შემოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ავიაკომპანიის კომერციულ დირექტორთან, რომელიც საქართველოს ვიზიტით იმყოფებოდა. იგეგმება საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირება 28 ივნისიდან. აუდის არაბეთი, საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა მზარდია.