ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კომახიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ სამივე პაციენტს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.