პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს 2 დღეა მართავს. იენს სტოლტენბერგამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, მანამდე კი ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს. დღეს, სტოლტენბერგთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ნატოს ვებ-გვერდზე დაიწერა, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი დაკონკრეტებული არ იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა ნატოს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა,რადგან ეს სტოლტენბერგს ერთი კვირის წინ კორონავირუსი ჰქონდა. დაუკონკრეტებელი მიზეზის გამო გადადებული შეხვედრა, შეშფოთების მიზეზი და კრიტიკის საფუძველი გახდა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა არ უხსნებიათ მიზეზი