სწორედ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი იმ შეხვედრებზე რომლებსაც აქ, საქართველოშივე გამართავს.
დერეკ შოლეს საქართველოში დღეს ელოდებიან. იგი მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მთავარი თემა გარდა ევროინტეგრაციის საკითხებისა, იქნება ასევე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, კრემლის მიერ სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ.
დერეკ შოლე 17-18 მაისს მოლდოვაში, კიშინიოვში იყო, საქართველოს შემდეგ კი, 20 მაისს ლონდონში გაემგზავრება.