ფინელი და პორტუგალიელი ტრენერები მესამე დღეა ბათუმში საქართველოს 8 უნივერსიტეტისთვის ტრენინგებს ატარებენ - „სტრატეგიული დაგეგმარება“ - უნივერსიტეტებს „მესამე მისიის შესრულებაში დაეხმარება“ - რაც უნივერსიტეტების საზოგადოებისთვის საინტერესო და სასარგებლო საკითხებში ჩართვას გულისხმობს.
პროექტი ერასმუს პლიუსის მიერაა დაფინანსებული. მასში უნივერსიტეტებთან ერთად, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო მონაწილეობენ.