საქართველოს განაცხადი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივები - ამ საკითხებს ეთმობა საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბრიუსელში. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. დაგეგმილია დისკუსია ნატოს გენერალურ მდივანთანც . მანამდე კი უკვე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას.