პრემიერის ვიზიტი

17 მაისი 2022, 18:00 1094 ნახვა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს  პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს შენობიდან  ევროპარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდება. მთავარი თემა საქართველოს განაცხადი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებია. ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიასა და დისკუსია ნატო-ს გენერალურ მდივანთანაც. მსჯელობის საგანი იქნება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი