აქცია იყო ბათუმში. მერიის შენობასთან სამშენებლო კომპანია „ევრო-ლუქსი“-ს მიერ დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ამბობენ, რომ ისინი კომპანიის ხელმძღვანელმა მოატყუა და კორპუსი, რომელიც წელს უნდა დასრულებულიყო ჯერ კიდევ არ აშენებულა.
დახმარებას და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათთან სასაუბროდ მერიიდან არავინ გამოსულა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც მთავრობის წარმომადგენელი შეხვდა და მათ განცხადების დაწერა ურჩია.
დაზარალებულებმა 25 მაისისთვის მასშტაბური აქცია დაანონსეს.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „ევრო-ლუქსი“-ს ხელმძღვანელს, ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.