გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით - კობახიძე შეწყალებაზე 

17 მაისი 2022, 12:38 624 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ნიკა გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

''როცა გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალო მოქალაქისთვის ამის ნიშანი და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს.

პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწისტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ ჩამოგვეშლება ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტები.

ის ვინც, ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ბუნებრივია, შეწყალების საგანი არ შეიძლება გახდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში