ქვეყანაში ფქვილისა და ხორბლის მარაგი, საწვავის ფასი და პენსიონერების მომსახურების პირობები იყო მთავრობის სხდომაზე განხილული მთავარი საკითხები. პრემიერის განცხადებით, დაახლოებით თვე ნახევარში, საქართველო ხორბლის საკუთარ მოსავალსაც აიღებს და არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის და აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული. ასევე, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა. ასევე,როგორც ითქვა სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა