საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით აპრილში ექსპორტის 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია.
''ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. წინასწარი მონაცემებით აპრილში გვქონდა ექსპორტის 10%-იანი ზრდა, რაც დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარამდე იყო. ეს იმ შემთხვევაში როდესაც საბაზისო მონაცემები საკმაოდ მაღალი იყო. ვინც ეკონომიკურ პროცესებს ადევნებს თვალს გვახსოვს, რომ შარშან გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. აპრილში დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი, მათ შორის საექსპორტო შემოსავალი.
შესაბამისად აპრილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. ეს ძალიან დიდი იმედის მომცემია, იმის რომ ეკონომიკური ზრდა, ის გეგმები, რომელიც გვქონდა რა თქმა უნდა შესრულდეს'' - განაცხადა მინისტრმა.