,,სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – “მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია ქუთაისში 

16 მაისი 2022, 14:59 945 ნახვა

,,სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – ამ ლოზუნგით ქუთაისში ჟურნალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა “მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი გააპროტესტეს.

მათი თქმით, ეს არის ზეწოლა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე,  ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციურ ხმას, ოპოზიციურ მედიას, რომ გაიმყაროს საკუთარი პოზიციები.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ გვარამიას საქმე არ ეხება მხოლოდ მედია თავისუფლებას. აქ საუბარია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ წარმოებული რეპრესიებზე და მათთვის ტრიბუნის წართმევაზე.

,,სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე, მცდელობაა, რომ რუსეთი საქართველოს უკანა ეზო გახდეს. დღეს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინის საოკუპაციო ხაზმა, “მთავარ არხში” გადმოინაცვლა და პუტინის საამებლად, მედიახელმძღვანელი ნიკა გვარამია დააკავეს, გვარამია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია'', – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ მსგავსი ნაბიჯები ევროპას გვაშორებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი