საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, სასამართლო პროცესი გაიმართება დღეს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩატარდება.
პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თავად ბრალდებული სააკაშვილი სავარაუდოდ, ვერ დაესწრება. იგი ამ დრომდე კლინიკა ''ვივამედში'' რჩება, სადაც გამოკვლევები უტარდება.