დღეს საპატიმროებში ყველა პირობა უზრუნველყოფილია და ასეთ პირობებში სიმულაცია და თვითდაზიანება წარმატებული ვერ იქნება - ასე ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას ეხმაურება. კობახიძის თქმით, სინამდვილეში არავითარი პრობლემა არ არის.
მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა სამოქალაქო კლინიკაშია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობის მდგომარეობის და კვლევების მიმდინარეობას პირადი ექიმებიც ეცნობიან და კომუნიკაციაში არიან ''ვივამედის'' კლინიკის მედიკოსებთანაც.