"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია

14 მაისი 2022, 15:04 777 ნახვა

გვესმის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი - სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე  განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში ქალების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი როლის გააქტიურებაში.  ქალების უნიკალურ როლზე საქართველოს ისტორიაში და დღევანდელობაში, ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა  აღნიშნა, რომ ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხებზე  ჯერ კიდევ  ბევრი მუშაობაა საჭირო, რაშიც როგორც ამბობს თავის წვლილს შეიტანს ახლად დაარსებული ქალთა ორგანიზაცია.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი