პუტინის ომი. დღე 80-ე. რუსეთი არ ჩერდება და ისევ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მთავარი სამიზნე კი კვლავ აზოვსტალია, მარიუპოლის აუღებელი ციხესიმაგრე.
აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, მარიუპოლის მთელ გარნიზონს ესაჭიროება დაუყოვნებელი ევაკუაცია. აზოვის პოლკის ინფორმაციით ჰყავთ 600-მდე დაჭრილი, აღარ აქვთ მედიკამენტები და ვერ უზრუნველყოფენ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას მათთვის.
უკრაინა ორ თვეზე მეტია იბრძვის და ახლა და ზელენსკი პუტინთან შუამავლის გარეშეც შესახვედრად მზად არის.