ბათუმში მეორე დღეა გრძელდება „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ გამოფენა. მასში 70-ი ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს.
როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, გამოფენაზე სხვადასხვა ორგანიზაცია ეცნობა ამ სფეროში არსებულ სიახლეებს და ხშირშემთხვევაში ურთიერთანამშრომლობასაც იწყებენ.