თბილისი კონტინენტური ევროპის ენერგეტიკული საბჭოს 54-ე შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე 70 - ზე მეტი კომპანიის 200 დელეგატი მონაწილეობს.
შეხვედრაში მონაწილეობენ და პრეზენტაციებს გამართავენ ისეთი რეგიონული კომპანიები, როგორიცაა ოუ-ემ-ვი პეტრომი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმავს საქართველოს შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის მარაგები მოიძიოს და შემდეგ დაამუშაოს.
ფორუმი 14 მაისს დასრულდება.