Expo Batumi Travel 2022

13 მაისი 2022, 14:20 2799 ნახვა

კოვიდ პანდემიით გამოწვეული ორ წლიანი პაუზის შემდეგ  ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ გამოფენა გაიხსნა. მასში 70-ი ადგილობრივი და უცხოური კომპანია მონაწილეობს და  ვიზიტორებს მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას და ასევე ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს.

გარდა ამისა გამოფენა მონაწილეებისთვის ახალი პარტნიორების შეძენისა და სამომავლო თანამშრომლობის  საუკეთესო საშუალებაა. 

„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ გამოფენას ბათუმი მეცამეტედ მასპინძლობს.

„Expo Batumi Travel 2022“-ი სპორტის სასახლეში გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში