ხელვაჩაურის ბიუჯეტი გაიზარდა

13 მაისი 2022, 14:15 2086 ნახვა
00:00
00:00

ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებისა და შემოსულობების ზრდის ხარჯზე ხელვაჩაურის ბიუჯეტი გაიზარდა და ჯამში 29 მილიონს აჭარბებს. გაზრდილი თანხები ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ასევე დამატებითი რესურსები გაჩნდა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სხვადასხვა სოფლებში. 

უმრავლესობის მხარდაჭერა ახალი აიპის შექმნის ინიციატივასაც ჰქონდა. კერძოდ შეიქმნა ახალი სამსახური „მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა კეთილმოწყობის სამმართველო.“ დღესვე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილი. ბოლო რამდენიმე საკრებულოს სხდომაზე არ ყოფილან დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი