ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავი, ნახეთ როგორი ადგილი მივუჩინეთ, ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს - პრემიერი 

13 მაისი 2022, 13:56 1613 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებებით, სააკაშვილმა კეთილი უნდა ინებოს და სასჯელი ბოლომდე საქართველოში მოიხადოს.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული და ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველს მოკლებული განცხადებები. მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს.

ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, თქვენ ნახეთ ყველამ როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის, ვაჟბატონ მელიას და პატიმარ სააკაშვილს.

ყველა მოქალაქე ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება კანონის შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა არ მაინტერესებს. პატიმარია და კეთილი ინებოს მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები და რა თქმა უნდა, ეს არაადეკვატურია, არავითარი საფუძველი არ არსებობს. ყველას მოგიწოდებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და  გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა'' - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი