გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა - პრემიერი

13 მაისი 2022, 13:45 891 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა, ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში. თქვენთვის, ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობაა, რასაც დღეს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს.

„3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ერთმა კაცმა, ჩვენი ქვეყნისთვის. უამრავი რეფორმები და სიკეთეები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში ხდებოდა, ამ კაცის დამსახურებაა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის, მისი პიროვნული დამსახურებაა და რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ.

ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ. ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას პირობას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი, არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საზოგადოებამ მოისმინა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის დეტალური განმარტებები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვებთან და სხვა აქტივობებთან დაკავშირებით შეექმნა და ამდენად, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერია უკვე ცნობილი.

„დამატებით, თუ ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ, პრესკონფერენციები შეიძლება გაიმართოს - თუ ეს საჭირო იქნება. მჯერა, თავად ბატონი ბიძინა საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი