საკუთარი ჭერი და ნორმალური საცხოვრებელი პირობები – ეს ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლების საახალწლო სურვილია. მათ უმეტესობას ახალი წლის ღამეს არც საახალწლო სუფრა გაუშლია და არც ნაძვის ხე მოურთავს. თუმცა მთავარი საახალწლო ტრადიცია დაიცვეს. აქ მეკვლე ყველა ოჯახში მივიდა.