''ლელო" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს შემოწმება და გამოიკვლიოს პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის სექტორში დახარჯული თანხების კანონიერება, მიზნობრიობა და ეფექტიანობა. ამის შესახებ ლელომ პარლამენტში გართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, "ლელო " გეგმავს ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომლითაც მთავრობას ჩამოერთმევა რეგულაციების დაწესების უფლებამოსილება და ის დაუბრუნდება პარლამენტს.