სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი

10 მაისი 2022, 19:59 851 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული პირობები აქვს, რა შემთხვევაში გადავა კლინიკაში.  სწორედ 5 პუნქტიანი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აპირებს ის დატოვოს რუსთავის მე-12 პენიტენიციური დაწესებულება. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ "ემპათიადან. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ მოქალაქეებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს; ასევე, მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი "ემპათიის" ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით. მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაყვანას ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები დადებითად აფასებენ, იგივე პოზიციაც აქვთ თანაგუნდელებს. დღეს, ექსპრეზიდენტს ბევრი მნახველი ჰყავდა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი