ევროკავშირის კითხვარის ორივე ნაწილი გადაცემულია. დოკუმენტის ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ქვეყანა უკვე ევროკომისიის შეფასებას ელოდება. სწორედ მის რეკომენდაცია დაეყრდნობა ევროპული საბჭო, რომელმაც პოლიტიკური კონსესუსის გზით უნდა გადაწყვიტოს იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს 27 სახელმწიფო ეს შესაძლოა ივნისის ბოლოს ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სამიტზე გახდეს ცნობილი. შევსებული კითხვარის პასუხებზე და შემდეგ ევროკავშირის პასუხზე, მოლოდინები პოლიტიკურ სპექტრში პოზიტიურია