მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების შეთავაზებაზე თანახმაა, კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებზე გადავიდეს. მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია მედიას კობა ნაყოფიამ გააცნო. დღეს, მიხეილ სააკაშვილს მნახველები ჰყავს, კობა ნაყოფიამდე ექსპრეზიდენტთან იყო მეუფე ნიკოლოზი, შემდეგ გიული ალასანია და ახლა, პენიტენციურ დაწესებულებაშია შესული ნიკა გვარამია.