პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლისას გაამახვილეს ყურადღება.
''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები მთავრობას მოუწოდებენ საერთაშორისო ექსპერტები ციხეში დაუშვან, ასევე ითხოვდნენ მიხეილ სააკშვილის უცხოეთში კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანას.
სოზარ სუბარის განცხადებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და არა სპეკულაციებზე.
უმრავლესობის წევრებმა კი ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკეს და ისაუბრეს წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ ვითარებასა და გახმაურებულ საქმეებზე.
საგარეო პოლიტიკა, დასავლური ინტეგრაცია და ეკონომიკური პრობლემები, იყო კიდევ საკითხები, რის გამოც ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამ მიმართულებით უმოქმედობაში სდებს ბრალს.
მმართველ გუნდში კი თემით სპეკულაციაში პირიქით ოპონენტებს ადანაშაულებენ.
ამ წუთებში პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული.