ვიზიტი აშშ-ში

10 მაისი 2022, 11:03 1020 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან და ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობები განიხილეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი