კითხვარის მეორე ნაწილი შევსებულია და მისი გადაცემა ხვალ მოხდება. 2 000-ზე მეტ შეკითხვაზე პასუხების გაცემის და ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, ქვეყანა უკვე ევროკომისიის შეფასებას ელოდება. სწორედ მის რეკომენდაცია დაეყრდნობა ევროპული საბჭო, რომელმაც პოლიტიკური კონსესუსით გზით უნდა გადაწყვიტოს იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის შესახებ სავარაუდოდ ერთ თვეში გადაწყვეტს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს 27 სახელმწიფო ეს შესაძლოა ივნისის ბოლოს ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სამიტზე გახდეს ცნობილი.