საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ხვალ გადაეცემა. 2300-მდე კითხვის შემცველი დოკუმენტი საქართველომ უკვე შეავსო. პასუხების გაცემისა და ბრიუსელში გადაგზავნის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
ქვეყანა უკვე ევროკომისიის შეფასებას დაელოდება. იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? - სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციას დაეყრდნობა ევროპული საბჭო და საბოლოო გადაწყვეტილებას 27 სახელმწიფო მიიღებს.
ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ სავარაუდოდ ერთ თვეში წარადგენს.