ცვლილება საარჩევნო კანონში

07 მაისი 2022, 12:00 1008 ნახვა

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოში გამოკლებული წევრის ადგილს ცესკოს მიერ შუალედური არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან, მე-11 დღიდან დაიკავებს.

სწორედ ამ წესით იცვლება არსებული საკანონმდებლო ნორმა, რომლის მიხედვით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების დაწყების დრო საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იწყება.

"საარჩევნო კოდექსსა" და "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისათვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მმართველი გუნდი აღნიშნული ცვლილებების მიღებას ბათუმის საკრებულოში განვითარებულ პროცესებს უკავშირებს და განმარტავს, რომ ოპოზიცია კვორუმის პრობლემას ხელოვნურად ქმნის, რის გამოც საკრებულოს საქმიანობას პრობლემები ექმნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი