თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და კოვიდის საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას - თამარ გაბუნია

06 მაისი 2022, 13:15 939 ნახვა

თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ დატოვებს.

''მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი, გიდასტურებთ, რომ ამ განცხადების შემდეგაც მქონდა კონტაქტი. ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია. თანამდებობას არ დატოვებს. ის იმდენად დიდი პატრიოტია ქვეყნის, საქმის და სისტემის, არ მგონია, ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში