დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გამოფენა

12 მაისი 2016, 00:00 4164 ნახვა

გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის აღასანიშნავად ბათუმიდან დაიწყო.  1918-21 წლების პოლიტიკური პროცესების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა,  რომელიც  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებშია დაცული, ფართო მნახველების წინაშე პირველად გამოიფინა. ექსპოზიცია ვარდების სკვერში  მოეწყო.  აქვეა ნოე ჟორდანიას,  ექვთიმე თაყაიშვილის და ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები, პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკის ასლები,  პუბლიკაციები,  რომლითაც საქარატველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლების პრესაში გამოხმაურნენ. საქარათველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული მასალები  ბათუმში,  ვარდების სკევრში  საღამოს ხუთ საათამდე იქნება წარმოდგენილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი