ეუთო/ოდირის დელეგაციის ვიზიტი

04 მაისი 2022, 11:06 1031 ნახვა

საქართველოში დღეს  ეუთო ოდირის დელეგაციის ვიზიტი იწყება. მატეო მეკაჩის ხელმძღვანელობით დელეგაციას შეხვედრები დაგეგმილი აქვთ  საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. 

„ომი რეგიონში და ოკუპაცია“ – ამ თემებს განიხილავენ ქართული ოცნების წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. უმრავლესობაში ასევე ამბობენ, რომ ყურადღება გამახვილდება ქვეყნის შიგნით გატარებულ  რეფორმებსა და სამომავლო პროექტებზე. 

ოპოზიცია საუბრის მთავარ თემად საარჩევნო რეფორმას ასახელებს.  "ნაციონალური მოძრაობა" კი   მიხეილ სააკაშვილის საქმეზე აპირებს საუბარს.

პარლამენტის გარდა ეუთო ოდირის წევრებს  შეხვედრები დაგეგმილი აქვთ მთავრობის ადმინისტრაციაში. პარლამენტში შეხვედრები 15 საათიდან დაიწყება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი