"ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პაციენტების" პროგრამა გრძელდება.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამას ბი-ემ-სის ბაზაზე ახორციელებს და 160 ბენეფიციარს უწევს დახმარებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის საშუალება სამ სოციალურ სახლშია შესაძლებელი.
სოციალური თავშესაფრების დაფინანსება წელს 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უწყებაში ამბობენ, რომ პროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია და მომავალში ახალი შენობის დამატება მოუწევთ.
უკვე არსებულ შორის ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლი დედების თავშესაფარია, სადაც შვილებთან ერთად ცხოვრობენ და მუშაობენ კიდეც.