სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

03 მაისი 2022, 15:20 1211 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ თურქეთის მოქალაქის ა.ი.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, 144.62 გრამი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 23 180.53 ლარი შეადგინა.

"ვინაიდან, აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მებაჟე ოფიცრებმა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ 2 ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ გამოავლინეს.

საქართველოს მოქალაქეებს ვ.ი.-სა და ე.ქ.-ს, ჯამში 13 880,57 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა - 122,58 გრამი) საიუველირო ნაკეთობები ქვეყნის საბაჟო საზღვარზე მალულად შემოჰქონდათ. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, საერთო ჯამში, 13 880,57 ლარით დაჯარიმდნენ"- აცახდებენ შემოსავლების სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი