ევროკავშირისთვის კითხვარის პირველი ნაწილი გადაცემულია

02 მაისი 2022, 19:24 916 ნახვა

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს. დოკუმენტი  პრემიერმა ევროკავშირის ელჩს გადასცა. კარლ ჰარცელმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი  აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის შევსების პროცესში  ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ შეფასება იქნება დადებითი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი