სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებას ოფიციალური წერილით მიმართავს

02 მაისი 2022, 12:49 924 ნახვა

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის გადაიდო.

დღევანდელ სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მისი ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი შეუძლოდ იმყოფება და მას გადაადგილება უჭირს.

ადვოკატების თქმით, სამედიცინო კონსილიუმის წევრები მსჯავრდებულის მდგომარეობის მხოლოდ დიაგნოსტირებას ახდენენ და არა მკურნალობას, ამიტომ საჭიროა მისთვის დაუყონებლივ მკურნალობის დანიშვნა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა აღნიშნა, რომ ოფიციალური წერილის სახით, დღეს მიმართავენ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ სასამართლოს დაუყოვნებლივ დამატებით ეცნობოს სააკაშვილის ჯანრთელობასა და გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ასევე მოითხოვენ მითითებას, რომ განჩინებიდან გამომდინარე, უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სათანადო ზომების მიღება.

მოსამართლის განმარტებით, აღნიშნულ შუამდგომლობაზე მსჯელობისას სასამართლოს დოკუმენტური სახით უნდა ჰქონდეს ინფორმაცია.

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 20 მაისს, სამ საათზე ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი