" თამაში“- ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ამ წუთებში თბილისში ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მიმდინარეობს. რეჟისორ დავით დოიაშვილის სპექტაკლში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ,ერთ გაჯეტშია ჩატეული თითოეული ადამიანის დაფარული ცხოვრება, ამბები, ვნებები, რომლებიც ახლის დაწყების და ძველის ნგრევის საწყისია. სპექტაკლის შინაარსის მიხედვით, ხელის გულზე დადებული მობილურები უფრო მეტს ამბობენ უკვე ჩვენზე, ვიდრე თავად ჩვენ და ჩვენი ცხოვრების წესი.