სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს ძალიან აზიანებს - დარჩიაშვილი არესტოვიჩზე

29 აპრილი 2022, 13:33 958 ნახვა

სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  ალექსეი არესტოვიჩის განცხადების საპასუხოდ.

მისი თქმით, სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს ძალიან აზიანებს.

„ტრადიციულად, როგორც აქამდე, ჩვენ - საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად აღმოვუჩინოთ დახმარება. ასე იყო და ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს ძალიან აზიანებს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და ეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს არ გაართულებს.

ჩვენი მიზანია, რომ ისეთ რეჟიმში, როგორც ვაკეთებდით და ვცდილობდით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები რომ ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა

ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე.

"უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა"-განაცხადა არესტოვიჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი