საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა

29 აპრილი 2022, 11:57 883 ნახვა

რეგიონში არსებული ვითარება და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომი -ეს საკითხები განიხილა  საქართველოს პრეზიდენტმა კაპიტოლიუმის შენობაში წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან შეხვედრისას.  

სალომე ზურაბიშვილმა  ნენსი პელოსის მადლობა გადაუხადა წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის. მან ასევე ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის პერსპექტივაზეც ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესაც შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი