ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

29 აპრილი 2022, 10:58 963 ნახვა

„საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში“ - რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო დებატების შემდეგ. დოკუმენტი მოიცავს ბოლო რვა წლის ვითარებას საქართველოში. 

სიტყვით გამოვიდნენ ქართული დელეგაციის წევრები, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ქართველი პოლიტიკოსების მთავარი გზავნილია,  რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიო ევროატლანტიკური ამბიციები გააჩნია. განაცხადეს, რომ დემოკრატიული განვითარება არის ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი და მისი შეცვლა არავის შეუძლია.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, რეზოლუციის პროექტი მიესალმება საქართველოს მზაობას, აღმოფხვრას კორუფცია და წაახალისოს ხელისუფლება, გააგრძელოს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი